Thursday, July 3, 2025

ჩემი „ვეფისტყაოსანი“

 

14 აპრილს, ქართული ენის დღეს, ჩვენს სკოლაში ჩატარდა ინტერაქტიული გაკვეთილი თემაზე „ჩემი ვეფხისტყაოსანი“, რომელშიც VI კლასელებთან ერთად მონაწილეობა მიიღეს დისტანციური სწავლების პროგრამის ქართველმა ემიგრანტმა მოსწავლეებმა გერმანიიდან – ერთი მათგანი პირადად გვეწვია, სხვები კი დისტანციურად ჩაერთნენ საგაკვეთილო პროცესში.

გაკვეთილი მოსწავლეების წინასწარ მომზადებული კვლევით დაიწყო:

ისინი გაესაუბრნენ ოჯახის წევრებს და გაიგეს, როგორია უფროსების დამოკიდებულება „ვეფხისტყაოსნის“ მიმართ, მოიძიეს ინფორმაცია იმ ძველ გამოცემებზე, რომლებიც თაობიდან თაობას გადაეცემა და ოჯახის ისტორიის ნაწილია.

📚გაკვეთილზე მოსწავლეებმა ერთმანეთს გაუზიარეს გამოკითხვის შედეგები და ემოციური ისტორიები, წარადგინეს საკუთარი ხელით გადაწერილი სტროფები და აფორიზმები, გამოავლინეს თავიანთი კალიგრაფიული უნარები და გულწრფელად ისაუბრეს იმ პირველ შთაბეჭდილებებზე, რაც „ვეფხისტყაოსნის“ კითხვისას მიიღეს.

შეხვედრის დასასრულს, ჩვენი სკოლის სტუმარს – ემიგრანტ მოსწავლეს გერმანიიდან, სიმბოლურად საჩუქრად გადავეცით წიგნი, რომელიც სპეციალურად ამ დღისთვის მოგვაწოდა ბიბლუსმა. 

https://www.facebook.com/stgeorgeschoolgeorgia/posts/pfbid0mQ7HgGoeqso8UeRjPixekZymWFgxuZ9Kjhd1ywUesR6teBQffbAcQsPgVrM189Nkl


















ჩემი „ვეფისტყაოსანი“

  14 აპრილს, ქართული ენის დღეს, ჩვენს სკოლაში ჩატარდა ინტერაქტიული გაკვეთილი თემაზე „ჩემი ვეფხისტყაოსანი“, რომელშიც VI კლასელებთან ერთად მონ...